• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

შიდასაკონსერვატორიო კონკურსი
17.04.2018

 

 

 

 

 

 


შიდასაკონსერვატორიო კონკურსი
ორივე  ფაკულტეტის (საშემსრულებლო, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის) სტუდენტებისათვის
კონკურსი ცხადდება შემდეგ ნომინაციებში:

 


  • საუკეთესო საფორტეპიანო ნაწარმოები

ნაწარმოების ხანგრძლივობა 5-7 წუთი. 
ნაწარმოები შეიძლება იყოს ადრე შექმნილი და შესრულებული, მაგრამ არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი ნაწარმოები(ების) სანოტო ელექტრონული (Finale, Sibelius, pdf  ვერსიები) და აუდიო ჩანაწერით ამობეჭდილი ვერსია 3 ეგზემპლარად  ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“  
კონკურსანტს  შეუძლია ერთზე მეტი ნაწარმოების წარდგენა.

  • საუკეთესო ელექტროაკუსტიკური ნაწარმოები

ნაწარმოების ხანგრძლივობა 5-7 წუთი. 
ნაწარმოები შეიძლება იყოს ადრე შექმნილი და შესრულებული
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი ნაწარმოები(ების) ჩანაწერით ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“
კონკურსანტს შეუძლია ერთზე მეტი ნაწარმოების  წარდგენა.

  • საუკეთესო ესსე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  100 წლის იუბილეს თემაზე.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი ესსეს ჩანაწერით (pdf ვერსია) და ამობეჭდილი ვერსია 3 ეგზემპლარად ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“
კონკურსანტს შეუძლია ერთზე მეტი ესსეს  წარდგენა.

  • საუკეთესო კრიტიკული წერილი.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დისკი კრიტიკული წერილის ჩანაწერით (pdf ვერსია) და ამობეჭდილი ვერსია 3 ეგზემპლარად ვინაობის მითითების გარეშე, ,,დევიზით.“
კონკურსანტს შეუძლია ერთზე მეტი კრიტიკული წერილის  წარდგენა.

•    კონკურსი ანონიმურია, ამიტომ დისკს, ნოტებს, არ უნდა ეწეროს ავტორის ვინაობა, არამედ მხოლოდ  ,,დევიზი“. საკონკურსო მასალას თან უნდა ახლდეს დევიზიანი კონვერტი, სადაც მოთავსებული იქნება ინფორმაცია ავტორის შესახებ: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, პროგრამა სადაც სწავლობს, ტელეფონის/მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კონვერტი გაიხსნება  მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში.
•    გამარჯვებულები მიიღებენ სიგელებს და  დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით. 
•    საკონკურსო მასალის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 ივნისი 14 საათი. ჩაბარება  ოთახში  229 (დეკანატი).
•    კონკურსი ყოველწლიურია. დასაშვებია ყოველი მომდევნო წლისათვის კონკურსის  პირობების  შეცვლა.
•    ჟიურის შემადგენლობა  ინიშნება  რექტორის ბრძანებით პროგრამებისა  და მიმართულებების ხელმძღვანელების რეკომენდაციით.
•    ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE