• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას და კონცერტი
26.03.2018

 

 

 

 

 

 

 

2018 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას და კონცერტს.
 
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ქართულ ტრადიციულ მუსიკას. მონაწილეობა შეუძლიათ ქართული ხალხური მუსიკისა და საეკლესიო გალობის მკვლევრებსა და შემსრულებლებს, მათ შორის, არამუსიკოსებსაც.
 
ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია და მისი თანმხლები კონცერტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული მუსიკის პროფესიონალი მკვლევრების აღზრდას, მათი გემოვნების სწორად ჩამოყალიბებას. კონცერტი ტრადიციულ შემსრულებლობაზეა ორიენტირებული და გამორიცხავს ე.წ. აკადემიური სასიმღერო სტილის მიმდევარი ანსამბლების, არახალხური საკრავებისა და საკრავთა არატრადიციული ჯგუფების მონაწილეობას.
 
ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
რეგლამენტი: მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.
 
მოხსენებები სრული სახით გამოქვეყნდება საკონფერენციო კრებულში. ასევე, იგეგმება საკონცერტო ჩანაწერის გამოცემაც.

 ვადები:

  • 15 მაისამდე:


ა) კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის - ონლაინ რეგისტრაცია და  თეზისების  გამოგზავნა მისამართზე nato_zumbadze@yahoo.com
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx/ Times New Roman;
ზომა: 12;
ინტერვალი: 1,5;
ველები ყველა მხრიდან: 2,0 სმ.;
მოცულობა: არაუმეტეს 2 გვერდისა.


ბ) კონცერტში მონაწილეობის მსურველებისთვის -  ჩანაწერების (არანაკლებ 5 ნიმუშისა) გამოგზავნა მისამართზე nato_zumbadze@yahoo.com

  • 21 მაისი:


შეტყობინება კონფერენციაში და კონცერტში მონაწილეობის (დაშვება/არ დაშვების) შესახებ.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, პროფ. ნატალია ზუმბაძეს:
ტელ.: +995 591 051 501

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE