• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო მუსიკოლოგიური კონფერენცია
08.04.2017

 

 

 

 

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი 16 მაისს მართავს სტუდენტთა  სამეცნიერო მუსიკოლოგიურ კონფერენციას, რომელიც ტრადიციულად ეძღვნება მანანა ანდრიაძის ხსოვნას.



კონფერენციის თემატიკა მოიცავს მუსიკის ისტორიის, მუსიკის თეორიის, ეთნომუსიკოლოგიის, საეკლესიო მუსიკის და ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობის საკითხებს.


კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება კონსერვატორიის დაარსებიდან 100 და გიორგი მთაწმინდელის სახ. გალობის უნივერსიტეტის დაარსებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კრებულში.  კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა:


 
ონლაინ რეგისტრაციის გავლა, თეზისების (მაქსიმუმ 200 სიტყვა) , მოკლე ბიოგრაფიის  (მაქსიმუმ 150 სიტყვა)  გამოგზავნა 20 აპრილამდე.


 
გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, კონფერენციაზე დაშვების/არ დაშვების შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ  7 მაისამდე.
 
მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: science@conservatoire.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@conservatoire.edu.ge
ტელ.: +995 32 2 987 188
facebook: TSC Research Department

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE