• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

თსკ-ს ახალი გამოცემა-კ.ჭოხონელიძის სამეც. შრომების კრებული
10.12.2020





თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოსცა ქართველი მეცნიერის, ახალი ქართული ეთნომუსიკოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის კუკური ჭოხონელიძის სამეცნიერო შრომების კრებული „ეთნომუსიკოლოგიური ძიებანი. სტატიები. მოგონებები“. წიგნი ორენოვანია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და რამდენიმე ნაკვეთისგან შედგება. პირველში წარმოდგენილია მკვლევრის ნააზრევი  კილოს, მელოდიის, ჰარმონიის, იმპროვიზაციის როლის შესახებ ქართულ ხალხურ სიმღერაში; მომდევნო ნაკვეთები ეთმობა მცირე ფორმატის პუბლიკაციებს, რომლებიც ქართულ გალობას, სუფრულ სიმღერებს,  კოლეგებს ეძღვნება. აქვე მკითხველი გაეცნობა თვით ბატონი კუკურის შესახებ დაწერილ სტატიებს. წიგნს ერთვის ფოტოები და დისკი, რომელზეც წარმოდგენილია ვიდეოფრაგმენტები მერაბ კოკოჩაშვილისა და დიმიტრი გუგუნავას დოკუმენტური ფილმებიდან, ანჩისხატის ტაძრის გუნდის საკონცერტო ჩანაწერიდან.


გამოცემა ეძღვნება კუკური ჭოხონელიძის დაბადებიდან 80 წლისთავს.  


კრებული მომზადდა  ქართული ხალხური  მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიაში. ფინანსური მხარდამჭერები კონსერვატორიასთან ერთად არიან შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ფონდი „ქართული გალობა“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE