• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სტუდენტური კონკურსი: „მეცნიერება მუსიკაში“
19.11.2020







სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტური კონკურსი: „მეცნიერება მუსიკაში“ / „Science in Music”


სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გამოაცხადა მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტურ კონკურსს „მეცნიერება მუსიკაში“ / „Science in Music”. კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.

კონკურსანტებს ევალებოდათ, შეექმნათ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებული იქნებოდა ნებისმიერი სამეცნიერო თემატიკით: სამეცნიერო აღმოჩენით, ტექნოლოგიური გარღვევით, ინოვაციური გამოგონებით, სამეცნიერო ჰიპოთეზით, სამეცნიერო ფენომენით, კვლევის პროცესით და სხვ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • „საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები ნომინაციაში „ჰიმნი მეცნიერებას“ - მათინ ფეიმანი (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, კომპოზიციის მიმართულება);
  • „საუკეთესო ელექტრონული მუსიკალური ნაწარმოები“ - ჯონი ასიტაშვილი (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, კომპოზიციის მიმართულება)
  • „საუკეთესო სოლო ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოები“ - გაგი სიხარულაშვილი (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, კომპოზიციის მიმართულება)


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს მონაწილეობისათვის.

 



























google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE