• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა
15.11.2020

 

 

 

 

 

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი 2020 წლის 19-20 ნოემბერს ატარებს რესპუბლიკურ კონფერენცია - ფორუმს თემაზე „სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა".

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება:

-  სამეცნიერო სესიები

-  მრგვალი მაგიდა თემაზე „მუსიკის სწავლება სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში: გამოწვევები და პერსპექტივები“, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ელექტრონული/დისტანციური სწავლების საკითხებს

-   მასტერკლასები/გაკვეთილები

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 2 ნოემბრისა  გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე   და გამოგზავნოთ თეზისები (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: science@tsc.edu.ge. თეზისებში მიუთითეთ, გამოგზავნილი თეზისი სად გსურთ წარმოადგინოთ -  სესიაზე თუ მრგვალ მაგიდაზე.


თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
ველები  ყველა მხრიდან: 2,0 სმ.
მოცულობა:  მაქსიმუმ 1 გვერდი


კონფერენციის რეგლამენტი:

სასესიო მოხსენება - 25 წთ. (მოხსენება და  დისკუსია); მოხსენება მრგვალ მაგიდაზე - 15 წთ.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

e-mail: science@tsc.edu.ge

ტელ.: +995 32 2987188 (საკონტაქტო პირი - მარიკა ნადარეიშვილი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE