• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ვლადიმერ ახობაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
26.03.2019

 

 

 

 

 

2019 წლის 30 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს სამეცნიერო კონფერენციას, მიძღვნილს ქართული ტრადიციული მუსიკის მოამაგის  მუსიკისმცოდნის, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის, დოცენტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვლადიმერ ახობაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი.


საკონფერენციო თემატიკა გააშუქებს ვლადიმერ ახობაძის შემკრებლობით და კვლევით საქმიანობას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება აუდიოგამოცემა `კავკასიელ ხალხთა მუსიკა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონოარქივიდან (ყარაჩაული, ნოღაური, ჩერქეზული, აბაზური, აფხაზური)~, რომელიც ვლადიმერ ახობაძის საექსპედიციო ჩანაწერებით მომზადდა (2010).
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნატალია ზუმბაძე.


რეგლამენტი: მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ. 

ვადები:
მონაწილეთა ონლაინ რეგისტრაცია (განაცხადის შევსება) - 20 აპრილამდე


პროგრამა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE