თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ დაიწყო შეხვედრები დაწესებულების აკადემიური რგოლის წარმომადგელებთან.
მათ შორის:
სოლო აკადემიური სიმღერის, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების, საორკესტრო სიმებიანი საკრავების, კლავიშიანი საკრავების, აკადემიური გუნდის დირიჟორობის, საკონცერტმაისტერო დახელოვნების, კამერული ანსამბლის,საოპერო სტუდიის, კომპოზიციის, მუსიკის თეორიის, ჯაზის ხელოვნების მიმართულების და კათედრების პროფესორ-მასწავლებლებთან.
შემდეგ ეტაპზე შეხვედრები გაგრძელდება ადმინისტრაციული რგოლის ყველა განყოფილებასთან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
![](uploads/IMG_4082.JPG)
![](uploads/IMG_4076.JPG)
![](uploads/IMG_4079.JPG)
![](uploads/IMG_4080.JPG)
![](uploads/IMG_4074.JPG)
![](uploads/IMG_4081.JPG)