2019 წლის 2-4 დეკემბერს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მუსიკა კულტურის კონტექსტში“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი მუსიკისმცოდნის, მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90 წლისთავს.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა დარეგისტრირდეთ ამ მისამართზე:
https://docs.google.com/forms
და გამოგზავნოთ მოკლე ბიო და თეზისები (შესაბამისად, ქართულ ან ინგლისურ ენებზე) შემდეგ მისამართზე: rusiko.tsurtsumia@gmail.com
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება და დისკუსია - 30 წთ.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
ველები ყველა მხრიდან: 2,0 სმ.
მოცულობა: ბიო და თეზისები არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას .
მოხსენების სრული ტექსტი გთხოვთ გადმოგზავნოთ არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა.
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქართული მუსიკის კონცერტი.
პროგრამა
ბუკლეტი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
e-mail: rusiko.tsurtsumia@gmail.com
ტელ.: (+995 32) 299 89 53
მობ.:(+995) 593 98 51 17
საკონტაქტო პირი: რუსუდან წურწუმია