სსიპ -თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად.
კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2017 წლის 06 აპრილიდან და გაგრძელდება 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
გ) სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
დ) ქართული ენის ცოდნა;
ე) პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას;
ვ)კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
ზ) კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
თ) დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.
კონკურსანტმა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პროფესორად ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) 1 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ);
შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 93 52 28