შეხვედრები MTS-ში
02.06.2016
9 ივნისი 18:00სთ
■ შეხვედრის თემა - ელექტრონული მუსიკის დეფინიციები და პოპულარული საწყისები ■ სტუმარი - სანდრო ცქიტიშვილი
ლექციის გეგმა: - დეფინიციები პოპულარულ ელექტრონულ მუსიკაში - ელექტრონული მუსიკის პოპულარული ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები - ტრადიციული ელექტრონული მუსიკა
ინფო: სანდრო ცქიტიშვილი - ექიმი, მუსიკოსი, მუსიკალური ბლოგერი
ბევრი რამაა ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც ჩვენზე ახდენს გავლენას. გავლენას ისე, რომ ჩვენც ხშირად ვერ ვხვდებით და ვერც გადმოვცემთ როგორ. მაგრამ ძირითადად ამ ყველაფრის ბოლომდე ანალიზი შესაძლებელია. გამონაკლისი ერთია: მუსიკა.
ის გვაყალიბებს. ის გვაუმჯობესებს. ვუსმენთ მუსიკას. ვიკვლევთ. ვიკვლევთ ძირეულად. გვგონია, რომ რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობაში თუ რეგიონულ სცენაში ყველაფერს ღირებულს ვეზიარეთ. უცებ , რომელიმე მუსიკალური რესურსის (ბლოგის, YouTube-ს, სტრიმინგ-საიტების) შემთხვევითი სმენისას აღმოვაჩენთ იმას, რაც ჩვენს წარმოდგენებს თავდაყირა ატრიალებს და ჩვენ შევცურავთ იმავე ოკეანეში, რომლის ყველა ატომიც ნაცნობად მიგვაჩნდა.
ეს ხდება ჩემს თავს ბავშვობიდან, როდესაც მუსიკის სმენა დავიწყე. ვიგრძენი ძალა, რომელიც დიდი ხანია საკუთარი წესებით მათამაშებს და რომელსაც იმხელა მიზიდულობა აქვს, რომ ვერასოდეს გავექცევი. შემდეგ მუსიკაში ცხოვრებამ წაშალა ზღვარი მუსიკის სმენასა, მუსიკის წერას და მუსიკაზე წერას შორის. ჯერ იყო ბევრი მუსიკის სმენა. შემდეგ გაჩნდა სოლო-პროექტი LaoZi. ამის შემდეგ - მუსიკალური ბლოგი „ქართული მუსიკის შესახებ“. ახლა კი ბენდი Expecto Patronum.
ეს ყველაფერი მელომანიაა, იგივე მუსიკის სიყვარული. ესაა ჩემი ბიოგრაფიაც. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეხვედრა შედგება მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში. დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ სახელი და გვარი მეილზე: mts@conservatoire.edu.ge
|