![]() 02.06.2016
3 ივნისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. N13), კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნებსა და საკონკურსო პირობებს გააცნობენ. განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
|
|