ფონდი "ქართული გალობა" ქართული საეკლესიო გალობის კვლევის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის "არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსს" აცხადებს.
კონკურსის მიზანია ქართული საეკლესიო გალობის სფეროში სამეცნიერო კვლევების სტიმულირება და საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების წარმოჩენა.
კონკურსი გამოცხადდება ყოველწლიურად, შემდეგი მონაცვლეობით: ერთ წელიწადს – გალობის სფეროშისაუკეთესო სამეცნიერო კვლევების, ხოლო მეორე წელიწადს – ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელისაუკეთესო საეკლესიო გუნდის გამოსავლენად.
სამეცნიერო ნაშრომების კონკურსზე გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
ა) საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა (მონოგრაფიული ნაშრომი);
ბ) საუკეთესო გამოყენებითი კვლევა (სანოტო/აუდიო კრებული, მონაცემთა ბაზა, ლექსიკონი, სახელმძღვანელო);
გ) საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო პუბლიკაცია (35 წლამდე მკვლევარი).
სამეცნიერო კვლევების ნომინაციებში საპრემიო 10. 000 (ათი ათასი) ლარი ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა (4000 ლარი);
ბ) საუკეთესო გამოყენებითი კვლევა (4000 ლარი);
გ) საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო პუბლიკაცია (2000 ლარი).
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე და საკონკურსო მასალა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივნისი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონკურსის დებულებაში.
კონკურსთან დაკავშრებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 2016 წლის 18 მაისს, ოთხშაბათს 17:00 საათზე, #405 აუდიტორიაში.