შეხვედრები MTS-ში
06.05.2016
13 მაისი 18:00სთ
■ შეხვედრის თემა - არანჟირების ფუნდამენტალური საფუძვლები ■ სტუმარი - გიორგი მელიქიშვილი (ჯორჯ მელი)
ლექციის გეგმა - - - - - - - - - - - - შესავალი - რა არის არანჟირება? - რა განსხვავებაა არანჟირებასა და ინტერპრეტაციას შორის?
არანჟირების ძირითადი კონცეფცია და ტექნიკა - რიტმი, მეტრი, ტემპი - სტილის დადგენა და ექსპერიმენტი - რეჰარმონიზაცია - ანსამბლი/Tutti-ის სპეციფიური ფიგურაციები და სექციები არანჟირებაში - Intro/Coda-ს განვითარება და მათი შექმნის კონცეფცია
დასასრულს - არანჟირების უნარების განვითარების მნიშვნელობა ბენდის ლიდერობის და ზოგადი ინდივიდუალური მუსიკალური განვითარების თვალსაზრისით - "არტისტული ადაპტაციის" არანჟირების კონცეფცია და მისი მაგალითი/შესრულება
ინფო - - - - - როგორც მას გაზეთმა "New York City Jazz Record"-მა უწოდა : ნიუ იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი, დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, არანჟირების სპეციალისტი და სიმღერების კომპოზიტორი - გიორგი მელიქიშვილი (ჯორჯ მელი) დაიბადა თბილისში, თუმცა მისი სრული მუსიკალური ჩამოყალიბება მოხდა შეერთებულ შტატებში, სადაც პრესტიჟული Berklee College of Music-ის დამთავრების შემდეგ, 2000 წლიდან იგი ნიუ იორკის და ინტერნაციონალური, ჯაზის და კრეატიული მუსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. გიორგი გახლავთ, როგორც ძალზედ მოთხოვნადი დრამერი უამრავი მნიშვნელოვანი არტისტის პროექტში, ასევე ლიდერი/კომპოზიტორი/არანჟირების სპეციალისტი და სიმღერის კომპოზიტორი თავისი სხვადასხვა ორიგინალური პროექტებისა. აშშ-ს მოქალაქე პრესტიჟული სტატუსით - "ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე პირი ხელოვნების დარგში". მისი მოღვაწეობა შეიცავს თანამშრომლობას ისეთ არტისტებთან, როგორიცაა: Esperanza Spalding, Mino Cinelu, Leo Genovese, Lionel Loueke, Avishai Cohen, Badal Roy, Dom Salvador, Leni Stern, Gabriel Grossi, Raul Midon, Harvie S, Wayne Escoffery და მრავალი სხვა, და ასევე, გამოსვლებს ისეთ ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზებსა და კლუბებში, როგორიც Carnegi Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium , World Cafe Live, The Deer head Inn გახლავთ. 2014 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალიზე გამოსვლის შემდეგ (ლიდერის სტატუსით, თავის George Mel Quartet-თან), გიორგიმ გარკვეული დროით სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, რათა ამერიკაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ქართველი მუსიკოსებისა და მსმენელისათვის გაეზიარებინა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეხვედრა შედგება მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში. დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ სახელი და გვარი მეილზე: mts@conservatoire.edu.ge
|