![]() 06.05.2016
2016 წლის 5 მაისს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის "Grand Piano Competition"-ის გამარჯვებულები დასახელდნენ.
კონკურსის გრან-პრის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის IX კლასის მოსწავლე სანდრო ნებიერიძე (პროფ.: ლალი სანიკიძე და ასოც. პროფ.: მაკა ვირსალაძე) გახდა. სანდროს კონკურსის დამფუძნებელმა დენის მაცუევმა მთავარი პრიზი - როიალი "Yamaha AvantGard" გადასცა.
ვულოცავთ სანდროს გამარჯვებას და ვუსურვებთ სამომავლო წარმატებებს!
|
|