თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახეწელმწიფო კონსერვატორიაში ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის მიერ აღდგენილი XX ს-ის 50-70-იან წლებში თამარ მამალაძის ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციების ჩანაწერები ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს გადაეცა.
2006 წელს თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის, ეთნომუსიკოლოგ მანანა შილაკაძის ინიციატივით ამავე ინსტიტუტში დაცული ფონომასალის მნიშვნელოვანი ნაწილი (მაგნიტოფირები) გადასაწერად გადაეცა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიას. მაგნიტოფირებზე დაფიქსირებული იყო XX ს-ის 50-70-იან წლებში თამარ მამალაძის ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციების ჩანაწერები ქართლური, კახური, იმერული, სვანური, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, აჭარული, თუშური, ქისტური ხმიერი და საკრავიერი მუსიკა. გაციფრდა და დაკარგვას გადაურჩა უნიკალური მასალა, რომელიც დღემდე მხოლოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინახებოდა.
კონსერვატორია ამ საარქივო ფონოჩანაწერების ასლი გადასცა მასზე საავტორო უფლებების მქონე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს, რაც შესაძლებელს გახდის, აღნიშნული მასალა ოფიციალურად გახდეს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და ფოლკლორული ანსამბლებისთვის.
