ვიწვევთ სტუდენტებს და არამხოლოდ სტუდენტებს საქველმოქმედო ტრენინგზე. დასწრების ღირებულებაზე თქვენ მიერ გადახდილი თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ბავშვებს მათთვის საჭირო ნივთების და პროდუქტების შესაძენად.
ტრენინგი: "ქალები პოლიტიკაში და გენდერული თანასწორობა".
მომხსენებლები იქნებიან:
*საქართველოს ქალთა პარტიის თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი თემით "კვოტირების არსი და მნიშვნელობა";
*დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი თემით "ქალი პოლიტიკაში";
*ა/ო "გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ კუჭავა თემით "გენდერული თანასწორობა საქართველოში, პრობლემები და გამოწვევები";
*თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თემით "ქალების აქტივობა, შესაძლებლობები და პერსპექტივა ადგილობრივ თვითმმართველობებში";
*ორგანიზაცია "ქალები საქართველოსთვის" თავმჯდომარე თეონა ჭალიძე თემით "ზოგადი მიმოხილვა, სტატისტიკა - ქალები პოლიტიკაში";
*PR-სპეციალისტი ირმა კვაჭანტირაძე თემით "ქალი პოლიტიკოსების პიროვნული განვითარების არქიტექტურა".
ტრენინგის ღირებულებაა 50 ლარი, სტუდენტებისთვის 25 ლარი, სოციალურად დაუცველთათვის ტრენინგი უფასოა.
ღირებულებაში შედის შესვენება ყავაზე ორჯერ, ლანჩი, ტორტი.
გაიცემა სერტიფიკატი.
თანხა უნდა ჩარიცხოთ წინასწარ ლიბერთი ბანკის ანგარიშზე GE09LB0113184474692000, შპს ედიტორი ს/კ 400156139
ტრენინგი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველ 100 ბავშვს პროექტ ,,მოხალისე და მოხალისეობის მნიშვნელობის" ფარგლებში.
ტრენინგის ორგანიზატორია ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ედიტორი“.
ტრენინგის ჩატარების ადგილი გეცნობებათ ორი დღით ადრე (ადგილი დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე)
შეავსეთ აპლიკაცია მონაწილეობის მსურველებმა https://docs.google.com/forms/
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591051601