![]() 10.03.2016
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სტუდენტებისთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.
ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი.
ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
|
|