24 დეკემბერს 18:00 საათზე კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში შედგება შეხვედრა კოკა ნიკოლაძესთან.
სტუმარი - კოკა ნიკოლაძე
ვორკშოპის თემა - როგორ შევქმნათ ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები
ვორქშოფზე მიმოვიხილავთ ინსტრუმენტების დიზაინის და შემდეგ თეორიული მოდელების პრაქტიკაში განხორციელების სხვადასხვა მაგალითებს. ასევე გავაკეთებთ მარტივ, მაგრამ საკმაოდ ექსპრესიულ ინსტრუმენტს რომელზეც დავუკრავთ შუქით.
კოკა ნიკოლაძე, დაბადებული 1989 წლის 30 სექტემბერს, არის ევროპაში დამკვიდრებული ქართველი მევიოლინე, კომპოზიტორი და საუნდ არტისტი. როგორც ინსტრუმენტალისტი, ნიკოლაძე მოღვაწეობდა როგორც სოლო და კამერულ, ასევე ორკესტრის მუსიკოსად, ევროპასა და ამერიკაში.
როგორც კომპოზიტორი, ნიკოლაძის ნამუშევრები მოიცავს ელექტრონულ, ელექტრო აკუსტიკურ მუსიკას, ვოკალურ მუსიკას და კამერულ ოპერებს, ასევე, აქტიურ კვლევებს კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქციის სფეროში, კომპიუტერულ პროგრამებს, ბგერის რეალურ დროში პროცესირებისათვის და კომპიუტერზე დაფუძნებულ კომპოზიციაში.
კოკას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, შტუტგარტისა და ოსლოს მუსიკის აკადემიაში.
ამჟამად ის ოსლოს მუსიკის აკადემიის დოქტორანტია.
იხილეთ მეტი:
www.nikoladze.eu
