![]() 28.12.2015 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2015-2016 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე: საშემსრულებლო ხელოვნება (სოლო ფორტეპიანო) - ერთი ადგილი; სამუსიკისმცოდნეო კვლევები (მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია); კომპოზიცია.
საბუთების მიღება შეწყდება 8 იანვარს 15 საათზე.
შემოქმედებითი ტურები ჩატარდება 11 - 15 იანვარს.
|
|