![]() 26.11.2015 „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართება „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც ი.ს. ბახის, დ. სკარლატისა და გ.ფ. ჰენდელის საიუბილეო წელს ეძღვნება და შედგება სამი საჯარო ლექციისგან. ლექციები გაიმართება „სინფონიეტა სტეიჯში“ 27 ნოემბერს, 2 და 5 დეკემბერს 19:00-ზე. ლექციებს წაიკითხავენ: ვარშავას ფ. შოპენის სახელობის მუსიკის უნივერსიტეტის პროფესორი ალინა რატკოვსკა, ლაიფციგის ფ. მენდელსონის სახელობის მუსიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შენგელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თეა მუქერია.
|
|