6 ნოემბერს 18:00 საათზე კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში შედგება შეხვედრა DJ ბაბასთან.
კვირის თემა - DJing
სტუმარი - DJ Babba
ბაბა არის ერთ-ერთი პირველი ფირფიტების მაღაზია „Capsule“-ის და პირველი DJ სკოლის დამფუძნებელი საქართველოში, რომელშიც ბევრი წარმატებული ქართველი DJ სწავლობდა.
კაფსულას შემდეგ ბაბას მიყავდა DJ კურსები Louder-ში, აქტიურად უკრავდა თბილისის წამყვან კლუბებში და ორგანიზებას უწევდა ისეთ ფესტივალებს როგორიც არის Kiketi Open Air და სხვა.
ამჟამად ბაბა კრეატიული განვითარების სტუდიის (CES) ლექტორია, სადაც DJ კურსი მიყავს
გაითვალისწინეთ, რომ გარეშე პირებისათვის გამოყოფილია მხოლოდ 10 ადგილი. დასწრების მსურველებმა უნდა მოგვწეროთ სახელი, გვარი და ტელეფონი მაილზე:
mts@conservatoire.edu.ge