![]() 22.10.2015
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დევილ არუთინოვი-ჯინჭარაძე.
ფასდაუდებელია პროფ. დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი ეწეოდა თავდაპირველად მოსკოვის პ.ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში (1961-1991) და შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც აღზარდა მუსიკოსების არაერთი თაობა.
თბილისის კონსერვატორიის რექტორატი, პედაგოგიური კოლექტივი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.
პანაშვიდი: 22–23 ოქტომბერი, 17:00 საათი
|
|