![]() 21.10.2015 შეხვედრები MTS-ში არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ყოველკვირეულად გაიმართება შეხვედრები ქართველ და არამხოლოდ ქართველ წარმატებულ კომპოზიტორებთან, საუნდ და ვიზუალურ არტისტებთან, დიჯეებთან, არტ-მენეჯერებთან, მხატვრებთან და რეჟისორებთან. პროექტი მიზნად ისახავს სუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, გამოცდილების გაზიარებას და კონტაქტების მოპოვებას. პირველი შეხვედრა კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძესთან ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში შედგება. ამ კვირის თემა - ელექტრონული კომპოზიცია. პროექტი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის არის გამიზნული, გარეშე პირებისათვის ადგილები შეზღუდულია.
|
|