2016 წლის 8 – 17 სექტემბერს ჰერტოგენბოსში (ნიდერლანდები) გაიმართება ვოკალისტთა 51-ე საერთაშორისო კონკურსი შემდეგ ნომინაციებში:
1. ოპერა / ორატორია;
2. დუეტი ფორტეპიანოსა და ხმისათვის.
ასაკობრივი კატეგორიები:
1. მომღერალი ქალბატონი დაბადებული უნდა იყოს 1985 წლის შემდეგ;
2. მომღერალი მამაკაცი _ 1982 წლის შემდეგ;
3. პიანისტი – 1979 წლის შემდეგ.
წინაშესარჩევი ტურები გაიმართება 2015 წლის 20 -21 ნოემბერს ამსტერდამში (ნიდერლანდები).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ 2015 წლის 1 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
www.ivc.nu