![]() 07.10.2015
ქ. თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის #1 ხელოვნების სკოლა აცხადებს კონკურსს "თბილისის ბიჭუნათა კაპელაში" მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი მუსიკალური მონაცემების მქონე ვაჟებს 6-დან 16 წლამდე.
"თბილისის ბიჭუნათა კაპელის" მიზანია შეიქმნას ბავშვთა მხატვრული კოლექტივი, რომელშიც მოზარდები ეზიარებიან მაღალ ხელოვნებას, დაეუფლებიან კლასიკური ვოკალური ხელოვნების საფუძვლებს და შეისწავლიან როგორც ქართულ, ისე მსოფლიო მუსიკალურ შედევრებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (შევსებული ანკეტა, მოზარდის დაბადების მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურათი). განცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი. კონკურსის მონაწილემ უნდა შეასრულოს მისთვის სასურველი, ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები. კონკურსანტები მეორე ეტაპზე ასევე გაივლიან გასაუბრებას, შემოწმდება მათი რითმის შეგრძნება და მუსიკალური სმენა. კაპელაში სწავლა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 0322 72 22 22 +995 595 31 97 97
ან ეწვიეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდს: |
|