• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთსაუკუნოვანი გზა
05.10.2017

 

 

 

 

 

 

 

2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება კონფერენცია თემაზე „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთსაუკუნოვანი გზა: ისტორია და თანამედროვეობა“.

კონფერენციის ძირითადი თემატიკა:
· თბილისის კონსერვატორიის სამეცნიერო და საშემსრულებლო სკოლები;
· თბილისის კონსერვატორიის კათედრების, ლაბორატორიების ისტორია;
· თბილისის კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეულების ისტორია;
· სამუსიკო განათლების წარსული, აწმყო და მომავალი;
· თბილისის კონსერვატორიის საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირები
მისაღებია მოხსენებები სხვა თემებზეც, უშუალოდ დაკავშირებული თბილისის სახელწიფო კონსერვატორიის ისტორიასთან.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებებიდან არჩეული საუკეთესო შრომები დაიბეჭდება თბილისის კონსერვატორიის სამეცნიერო კრებულში.


თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx/ Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
ველები ყველა მხრიდან: 2,0 სმ.
მოცულობა: არაუმეტეს 2 გვერდისა.
რეგლამენტი: ინდივიდუალური მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.

ვადები:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა 30 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და გამოაგზავნოს თეზისები და მოკლე ბიოგრაფია (150 სიტყვამდე) შემდეგ მისამართზე: science@conservatoire.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@conservatoire.edu.ge
ტელ.: +995 32 2 987 188
facebook: TSC Research Department

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE