• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია
02.10.2017

 

 

 

 

 

ფონდმა ,,ქართულმა გალობამ“  გასულ წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მუსიკის (საეკლესიო მუსიკა, ეთნომუსიკოლოგია) სპეციალობის საუკეთესო  სტუდენტებისათვის დააწესა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია 1500 ლარის ოდენობით.


სტიპენდია გადაეცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებიდან  ერთ საუკეთესო სტუდენტს, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიური სამეცნიერო ცხოვრება.


სტიპენდიის მიღების მსურველებმა ( ეთნომუსიკოლოგიისა და  საეკლესიო მუსიკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა)   კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში  უნდა წარმოადგინონ:


ბოლო ერთი წლის  (2016-17 სასწავლო წელი) აკადემიური მოსწრებისა და სამეცნიერო აქტივობის დამადასტურებელ საბუთები:
1.    აკადემიური მოსწრების საბუთი (ნიშნები) გაიცემა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში და დოქტორანტურის საქმეთა მართვის ოთახში.
2.    სამეცნიერო აქტივობის ჩამონათვალი
3.    სამეცნიერო აქტივობის დამადასტურებელი საბუთების ქსეროასლები - გამოქვეყნებული სტატიები, ჟურნალ-გაზეთების სატიტულო გვერდების ქსეროასლები,   კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის დამადასტურებელი პროგრამები, ექსპედიციების ხელმძღვანელების წერილობითი დასტური მონაწილეობასთან დაკავშირებით. 
საბუთებს განიხილავს კომისია და საუკეთესო მონაცემების მქონე სტუდენტს დაენიშნება ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდია . კონკურსში ერთსა და იმავე პირზე სტიპენდია მხოლოდ ერთხელ გაიცემა.


საბუთების მიღების ადგილია  კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი 229.
საბუთები მიიღება 2017 წლის  2 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის 17 საათამდე 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE