2017 წლის 20 – 23 აპრილს ტალინში (ესტონეთი) გაიმართება მე – 15 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსი და კონცერტები ესტონეთის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებსა და ეკლესიებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა კატეგორიის მოყვარულ გუნდებს, როგორც შერეულ, კამერულ, მამაკაცთა, ქალთა, ასევე, ბავშვთა და ახალგაზრდულ გუნდებს.(გუნდის ყველა წევრი, გარდა დირიჟორისა, უნდა იყოს მოყვარული)
შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2016 წლის 15 ნოემბრამდე. 2017 წლის 20 მარტამდე იწარმოებს საგუნდო პარტიტურების გაგზავნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
www.kooriyhing.ee