![]() 07.03.2019
ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოცხადებულია ესეების კონკურსი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს.
ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე , ხოლო მათი გაგზავნის ბოლო თარიღია 2019 წლის 5 აპრილი (ქართველმა სტუდენტებმა ესეები უნდა გადაუგზავნონ ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).
დამატებითი ინფორმაცია ესეების კონკურსთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://www.gov.pl /diplomacy/eap10 ; http://www.urm.lt/eap10
|
|