![]() 21.09.2018
2018 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე დავით წერეთელი) განიხილა და არ დააკმაყოფილა მედეა ქავთარაძის სარჩელი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წინააღმდეგ - საკონკურსო კომისიის 2017 წლის 1 აგვისტოს N14 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, 2017 წლის 1 აგვისტოს N115/1 ბრძანების ბათილად ცნობისა და აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულებით, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე გამარჯვებულად მედეა ქავთარაძის აღიარებისა და დანიშვნის თაობაზე.
გადაწყვეტილება მიღებისთანავე გასაჯაროვდება.
|
|