საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი „Steinway & Sons“ შოურუმში
25.05.2017
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2017 წლის 29 მაისს, 19:00სთ-ზე „Steinway & Sons“ შოურუმში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი სტუდენტები მონაწილეობენ.

კონცერტის მხარდამჭერია: Steinway & Sons Georgia