საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-8 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კონსერვატორიის
სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, სამდივნოში განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
იყოს:
• ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტი; ან კურსდამთავრებული, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი.
ქონდეს:
• საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით - მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი;
ქონდეს დაფიქსირებული წერილობითი თანხმობა კონსერვატორიის სამდივნოში - №230 (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), 226 (დოქტორანტურა).
საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://stajireba.gov.ge/
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: 2 197755