მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
01.08.2019
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე - მუსიკა. ერთწლიანი პროგრამა ხორციელდება თბილისის კონსერვატორიის და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში.
პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა მუსიკაში. აპლიკანტების რეგისტრაცია და გამოცდები ჩატარება 2019 წლის სექტემბერში. ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს და გახდება უფროსი მასწავლებელი.
აპლიკანტთა რეგისტრაციის, შესარჩევი გამოცდის ვადებისა და ფორმატის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება სექტემბრის დასაწყისში.
![](uploads/Untitled121213455.jpg)