• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

აქტუალური მუსიკის ფესტივალი Close Encounters
12.01.2016

 

 

 

 

 

 

29 - 31 იანვარს კონსერვატორიაში აქტუალური მუსიკის ფესტივალი Close Encounters გაიმართება.

 

ფესტივალის გახსნაზე ქართველი ავანგარდისტის მიხეილ შუღლიაშვილის კომპაქტდისკის პრეზენტაცია შედგება, წელს კომპოზიტორის 75 წლისთავი აღინიშნება. ფესტივალზე ნატალია ბერიძის ახალი ნაწარმოებების პრემიერა შედგება.

 

მსმენელი კვლავ შეხვდება კაპელერ-ცუმთორის დუეტს, გაეცნობა სედრიკ შპინდლერისა და ფრედერიკ ანთონი რობინსონის სენსორებით მართულ კომპოზიციებს.
ფესტივალში ასევე მონაწილეობს ანჩისხატის მგალობელთა გუნდი, შვეიცარული მონდრიან ანსამბლი იტალიური რენესანსის მუსიკით, ასევე ქართველი და შვეიცარელი ექსპერიმენტალური დიჯეები.
აქტუალური მუსიკის შვეიცარულ-ქართული ფესტივალი Close Encounters წელს მეხუთედ იმართება. ფესტივალის იდეა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ პიანისტს თამრიკო კორძაიასა და კომპოზიტორ ფელიქს პროფოსს ეკუთვნით. Close Encounters 2005 წელს დაარსდა.

 

 

 

ფესტივალის ბუკლეტი

 

 

 

 

 

 




google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE