16 ივლისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მოლდოვის კულტურის მინისტრის მოადგილეები: იგორ საროვი და ანდრეი ჩისტოლი ეწვივნენ.
ოფიციალური პირები თბილისის კონსერვატორიის რექტორს რეზო კიკნაძესა და კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ნანა შარიქაძეს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო მოლდოვის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას და Creative Europe პროგრამის ფარგლებში შესაძლო თანამშრომლობას.