►შეხვედრის სტუმარი: სტანისლავ კრუპოვიჩი
► შეხვედრის თემა: ხელოვნური ინტელექტი მუსიკაში
ინფორმაცია სტუმრის შესახებ:
დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი (მათემატიკისა და მექანიკის ფაკულტეტი) და მოგვიანებით ფ.შოპენის სახელობის მუსიკის აკადემია. 1989 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი.
ავტორია მრავალი კამერული, საორკესტრო და ელექტრო აკუსტიკური ნაწარმოებების. მისი მუსიკა სრულდება ევროპის, ამერიკისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.
მიღებული აქვს მრავალი პრიზი საკომპოზიტორო კონკურსებში, მათ შორის: ა. ბოროდინის ფონდის, ტოკიოს მე-8 საერთაშორისო კონკურსის, მე-2 ადგილი NEWCOMP საერთაშორისო კომპიუტერული მუსიკის კონკურსზე ბოსტონში, მე-2 პრიზი 24 ახალგაზრდა კომპოზიტორის კონკურსზე, პოლონეთში.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი სტიპენდიები: Fulbright Foundation, ASCAP, Prix de Paris, Barbara Piasecka-Johnson Foundation და Leverhulme Trust.
1993-96 წლებში იყო ფესტივალის "Warsaw Autumn" ჟიურის წევრი.
ამჟამად ასწავლის კომპოზიციას და კომპიუტერულ მუსიკას ვროცლავის მუსიკის აკადემიაში, სადაც ასევე კომპიუტერული კომპოზიციის სტუდიას ხელმძღვანელობს
სამუშაო ენა: ინგლისური
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
შეხვედრა შედგება მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში.
დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ სახელი და გვარი მეილზე: mts@conservatoire.edu.ge
Subject-ში მიუთითეთ სტუმრის სახელი და გვარი