კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სახელოვნებო განათლების
ხელშეწყობის ფარგლებში
სახელწოდება: „სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის“ საპროექტო განაცხადი
კოორდინატორი: კონსერვატორიის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი
საკონტაქტო ინფორმაცია: science@tsc.edu.ge
საპროექტო განაცხადის მიზანი: სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, სახელმძღვანელოებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოცემის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო პროცესის სტანდარტიზაცია, სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო რესურსის შექმნა. სახელმძღვანელო უნდა ეფუძნებოდეს სტუდენტის საჭიროებებს და უზრუნველყოფდეს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
საპროექტო განაცხადის ადმინისტრირების ვადები:
1. 2018 წლის 3 აპრილი - საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობების გამოცხადება;
2. 2018 წლის 4 აპრილი და 12 აპრილი - ჯგუფური კონსულტაციები; 11:00 სთ, აუდ. 425
3. 2018 წლის 13 აპრილი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე science@tsc.edu.ge
4. 2018 წლის 29 აპრილი, 16:00 სთ - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა.
საპროექტო განაცხადის ელექტრონული რეგისტრაციისთვის აუცილებელია საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის გადაგზავნა ელექტრონულ მისამართზე: science@tsc.edu.ge ;
2018 წლის 29 აპრილის 16:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის კონსერვატორიის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
N.B. რეგისტრაციის ერთ-ერთი ფორმის (ელექტრონული ან ბეჭდური) არ არსებობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ დაიშვება განსახილველად.
5. 2018 წლის 30 აპრილი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის/ების ტექნიკური შეფასება
6. 2018 წლის 1 მაისი საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური წუნის აღმოფხვრის ბოლო ვადა
7. 2018 წლის 4 მაისი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის/ების შეფასება, შერჩევა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ და საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნება;
8. 2018 წლის 7 მაისი - გამარჯვებული საპროექტო განაცხადის/ების ავტორთან/ებთან ხელშეკრულებების გაფორმება (ხელშეკრულებების გაფორმების თარიღი შეიძლება შეიცვალოს და ის განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსების დაწყებასთან დაკავშირებული ვადებით)
საპროექტო განაცხადის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობა (მონაწილე ყველა პირმა);
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (მონაწილე ყველა პირმა);
გ) CV (მონაწილე ყველა პირმა);
დ) საპროექტო განაცხადი :
- განაცხადი Word ფორმატში;
- ხარჯთაღრიცხვა Excel ფორმატში
ე) შესაბამისი მიმართულების რეკომენდაცია (მიმართულების სხდომის ოქმის ამონაწერის სახით) საპროექტო განაცხადის შერჩევაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
საპროექტო განაცხადის მომზადებისათვის საჭირო დოკუმენტაცია
• საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი
• საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი
• საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა
• წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის #1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საგამომცემლო საქმიანობის წესი“
• საქართველოსა კულტურისა და სპორტის სამინისტროს განაცხადის ფორმა - (დანართი 1)
• განაცხადის ფორმა - ხარჯთაღრიცხვა (დანართი 2)
დამატებითი კითხვებით მიმართეთ: მარიკა ნადარეიშვილს (კონსერვატორიის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსს).
ტელ: +995 32 298 71 88, ელ. ფოსტა: science@tsc.edu.ge , ოთახი 226