ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განცხადება
14.05.2020
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები ელექტრონულ ფორმატში განხორციელებულ სტუდენტთა შეფასებებთან დაკავშირებით.
დოკუმენტში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კონსერვატორიაში მიმდინარე დისტანციური სასწავლო პროცესის თავისებურებების, სასწავლო კომპონენტების შინაარსისა და სწავლების მეთოდების გათვალისწინებით, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს საგამოცდო პროცესის ონლაინ ფორმატში წარმართვისთვის შიდა საკონსერვატორიო რეკომენდაციებს, რაც აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს დაეხმარება შეინარჩუნოს სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების ხარისხი და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომები იმ სასწავლო კურსებისთვის, რომლებშიც გამოცდა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში დისტანციურად.
|
|