საერთაშორისო ფესტივალი
23.01.2019
2019 წლის 5 – 10 აპრილს უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ თერმეზში გაიმართება ბახშის (სახალხო მთქმელთა) საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად უზბეკეთის მთავრობის მიერ მოწვეულნი არიან ცნობილი ფოლკლორისტები, მკვლევარები და ხელოვნების სპეციალიტები, სახალხო მთქმელები – ბახში, აშუღი და აკინი, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული ჯგუფები.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ემსახურება ბახში-პოეტების, აშუღების და სახალხო მთქმელთა როლის გაზრდას აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურაში.
ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: (+99450) 298-22-33. მიმართეთ, აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტმენტს.
|
|