შეხვედრები MTS-ში
06.05.2018
► შეხვედრის სტუმარი: ანდრეა სიგეტვარი
► შეხვედრის თემა: ელექტრო აკუსტიკური და აუდიო ვიზუალური კომპოზიცია (სიგეტვარის შემოქმედების მაგალითზე)
ბიოგრაფია:
ანდრეა სიგეტვარი - ელექტრო აკუსტიკური მუსიკის კომპოზიტორი უნგრეთიდან.
განათლება მიღებული აქვს ვარშავის ფ.შოპენის სახელობის მუსიკის აკადემიაში. 1989 წელს “ფულბრაითის” სტიპენდიით კვლევითი გრძელვადიანი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში, ბრუკლინის კოლეჯში. მოგვიანებით კი - CCRMA-ში (Center for Computer Research in Music and Acoustics) სტენფორდის უნივერსიტეტში.
სიგეტვარიმ ბუდაპეშტში დაბრუნების შემდეგ დააარსა კომპიუტერული მუსიკის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე და ელექტრო აკუსტიკური მუსიკის პოპულარიზაციას უნგრეთში.
წლების განმავლობაში სიგეტვარი ასწავლის ბუდაპეშტის ფ. ლისტის სახელობის მუსიკის აკადემიაში, მეცნიერების უნივერსიტეტში (Moving image) და პეჩის უნივერსიტეტში.
სიგეტვარი არის European Bridge Ensemble-ის წევრი (https://en.wikipedia.org/wiki/European_Bridges_Ensemble)
2001 წელს მიღებული აქვს ორი გრან-პრი Bourges Eleqctroacoustic Music Competition მულტიმედიისა და საუნდ არტის კატეგორიებში.
მისი შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობა ეხება ტემბრის როლს ელექტრო აკუსტიკურ მუსიკაში, აუდიოსა და ვიზუალის სინთეზს და ინტერაქციულ პერფორმანსს
ვებ გვერდი: http://www.szigetvariandrea.com/
ქოვერის ფოტო აღებულია სიგეტვარის აუდიოვიზუალური ინსტალაციიდან: Transitus Angeli
ლინკი: https://vimeo.com/236436876
სამუშაო ენა: ინგლისური
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
შეხვედრა შედგება მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში.
დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ სახელი და გვარი მეილზე: mts@conservatoire.edu.ge