Rustaveli-DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი
29.03.2019
გაცნობებთ, რომ გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
(საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 4 - დან 6 თვემდე
ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვიანი ვიზიტი.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 30 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.
ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 აპრილი, 16:00 სთ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi