სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია
30.01.2017
კონფერენციის ჩატარების დრო – 2017 წლის 27-28 აპრილი
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37
კონფერენციის სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური
კონფერენციის თემატიკა - კულტურა, ხელოვნება, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, კულტურული ტურიზმი, კულტურის მენეჯმენტი, მედია.
· კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. · კონფერენციის მოხსენებები მიიღება თემის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. · კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის რეზიუმე ქართულ (არაუმეტეს 1000 სიმბოლო) და ინგლისურ ენებზე, რომელიც დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამასთან ერთად. · წარმოდგენილ რეზიუმეებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილება ავტორს ეცნობება საინფორმაციო წერილით. · თქვენი უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილე ერთი სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ღამისთევითა და კვებით. სურვილის შემთხვევაში, დანარჩენი სტუდენტების მიღება მოხდება მათივე ხარჯებით.
სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადა – 2017 წლის 1 მარტი.
რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 10 წუთი
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი: სოფო თავაძე, ტელ.: 593 633087
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად იხილეთ მიმაგრებული ფაილი
|
|