რესპუბლიკური მეთოდური კონფერენცია
28.01.2016
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი 2016 წლის 15-16 აპრილს ატარებს კონფერენციას თემაზე „სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა". მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 5 აპრილისა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია (შეავსოთ განაცხადი) და გამოგზავნოთ თეზისები (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: science@conservatoire.edu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
ველები ყველა მხრიდან: 2,0 სმ.
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება 20 წთ.
დისკუსია - 10 წთ.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კონსერვატორიის სამეცნიერო შრომათა კრებულში.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდება კონსერვატორიის ვებ გვერდზე არაუგვიანეს 8 აპრილისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: e-mail: science@conservatoire.edu.ge;
ტელ.: +995 32 2987188 (საკონტაქტო პირი: მარიკა ნადარეიშვილი)
პროგრამა